გაკვეთილის თემა
|
გიორგი სააკაძის როლი XVII საუკუნის საქართველოს ისტორიაში
|
სწავლების საფეხური
|
მე-6 კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
6 მოსწავლე
|
მიზანი
|
•ხელი შეუწყოს მოსწავლის პატრიოტ და პასუხისმგებლობის
მქონე მოქალაქედ ჩამოყალიბებას.
•ხელი შეუწყოს მის თავისუფალ პიროვნებად დასაზოგადოების
სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას.
•დაეხმაროს მოსწავლეს ჰუმანური მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში.
•გამოუმუშაოთ მათ მტკიცე ნებისყოფა, განუვითაროს სხვადასხვა
სიტუაციებში შეუცდომლად დაუსაფრთხოდ მოქმედების უნარი.
|
გაკვეთილის მნიშვნელობა და აქტუალობა
|
მოსწავლეები შეიძენენ დროსა და სივრცეში ორიენტაციის
უნარს.
მოსწავლეები
შეძლებენ: პრობლემების გააზრებას და კავშირების დადგენას, ინფორმაციის ორგანიზებას;
მოსწავლეებს
განუვითარდებათ: მსჯელობისა და დისკუსიის უნარი, თანამშრომლობის უნარი.
|
ე.ს.გ მისაღწევი შედეგები
|
საზ.მეც.V-VI.7.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს საქართველოს
ისტორიის გამორჩეული პიროვნებები, რომლებიც ქვეყნის მართვაში მონაწილეობენ.
საზ.მეც.V-VI.8.მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს პიროვნებებისა
დასხვადასხვა სოციალური ფენის როლზე საქართველოს ისტორიაში.
დისკუსიის დროს მსჯელობენ პოლიტიკური მოღვაწის შესახებ
და მსჯელობენ მის მიერ არჩეულ საშინაო თუ საგარეო პოლიტიკური კურსის შესახებ.
|
წინარე ცოდნა
|
მოსწავლეებს შესწავლილი აქვთ გიორგი სააკაძის პიროვნება,
იცნობენ მარტყოფისა დამარაბდის ომების ისტორიას.
|
რესურსები
|
1.სახელმძღვანელო: მზია სურგულაძე, ნინო მინდაძე,ვაჟა
ნეიძე „ჩვენი საქართველო“
2.რუკა, დაფა, ცარცი, ფურცლები,მარკერი;
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
საორგანიზაციო საკითხები-1წუთი.
მოსწავლეები სხედან ჯგუფებად, საკუთარი ინტერესებისა
დასურვილების გათვალისწინებით.
A ფაზა- გამოწვევა:
აქტივობა 5წუთი
მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს კასტელის ნახატს-გიორგი
სააკაძე, რუკაზე აჩვენებს XVII საუკუნის საქართველოს. შემდეგ კი მოსწავლეებს სთხოვს
წარმოიდგინონ გიორგი სააკაძის ეპოქა.
B ფაზა-ცოდნის კონსტრუირება;
მოსწავლეები მიღებული ცოდნის საფუძველზე ადგენენ კატეგორიზაციის
ცხრილს და ემზადებიან პრეზენტაციისათვის
სახელმწიფოები: ისტორიული
გეოგრაფიული დრო:
პირები: არეალი: XVIIს.
ირანი შაჰ-აბასI მარტყოფი 1625წ.
ქართლი თეიმურაზI მარაბდა
კახეთი ყარჩიღახანი
იმერეთი
აქტივობა 10წუთი
მასწავლებელი
აძლევს მოსწავლეებს ახალ დაბალებას: ხაკიტხების მომზადება პრეხენტაციისათვის.
1-ჯგუფი:
ირანის მიზნები ქართლის მიმართ
2-ჯგუფი:
მატყოფისა დამარაბდის ომი
მოსამზადებლად ეძლევათ 5წუთი
პაეზენტაციისათვის-3-3წუთი.
აქტივობა 15წუთი.
Cფაზა-გამთლიანება
(რეფლექსია)
აქტივობა 12-წთ მინი დისკუსია
1.ქმნის თუ არა ისტორიული
პიროვნება ეპოქას?
2.როგორ წარიმართებოდა
საქართველოს ბედი გიორგი სააკაძეს ბოლომდე ირანისთვის რომ ეერთგულა?
3.რა შედეგები
მოუტანა საქართველოს მარტყოფისა და მარაბდის ომებმა?
საშინაო დავალება-მოიძიეთ თანამედროვეთა შეფასებები
გიორგი სააკაძის შესახებ და დაურთეთ თქვენი კომენტარები.
|
შეფასება
|
შეფასების რუბრიკა
|
გაკვეთილის გეგმა
Подписаться на:
Сообщения (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий